ნადეჟდა სავჩენკო

რუსეთის შსს ნადეჟდა სავჩენკოს გარდაცვალებას უარყოფს

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გარდაცვალების შესახებ.

"მისი სიკვდილის შესახებ ყველა ინფორმაცია ჭორია" - აცხადებს რუსეთის შსს.

ათ თებერვალს მოსკოვში, ტყვე უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო შედგა და მას პატიმრობა 13 მაისამდე გაუგრძელეს. უკრაინელი პილოტი ტყვედ 2014 წლის ივნისში ლუგანსკში ჩაიგდეს და რუსეთში გაიტაცეს. ნადეჟდა 15 დეკემბრიდან შიმშილობს.

კომენტარები