ლარის კურსის ვარდნა

ტყემალაძე ლარის კურსზე: ნიშანწყალი გამოდის, რომ სპეციალურად ხდება პანიკის თესვა

ამას ყველაფერს სჭირდება მყისიერი ქმედებების გატარება. სამწუხაროდ, მყისიერი ქმედებების გატარება არ მოხდა. კარგია, რომ ახლა მთავრობასთან ერთად უფრო აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ნიშანწყალი გამოდის, რომ რაღაც სპეციალურად ხდება პანიკის თესვა, აწევა - აგერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა, მთავრობის დაბარება პარლამენტში. სუყველაფერი, ეს აჟიოტაჟი აიწიოს იმიტომ, რომ უფრო მეტად დაზარალდეს ლარი.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ. ტყემალაძე ჯერ კიდევ 11 თებერვალს ამბობდა, რომ "ლარი არაფერ ცუდ მდგომარეობაში არ არის", ხოლო 25 თებერვალს განაცხადა, რომ "ლარის კურსის დასტაბილურებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი არა, მუხლმოდრეკით მუშაობა სჭირდება".

კომენტარები