ლარის კურსის ვარდნა

ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს გიორგი ქადაგიძე დღეს, 12:00-ზე უპასუხებს

medianews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. ქადაგიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს უპასუხებს. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე". მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს". ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, "შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები".

ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ეროვნული ბანკი უმრავლესობის წევრებმა, ასევე ეკონომიკის მინისტრმა გააკრიტიკეს.

კომენტარები