ლარის კურსის ვარდნა

ბესელია: ივანიშვილის განცხადებაში აქცენტები და ანალიზი სწორად არის დასმული

ვეთანხმები ამ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ აქცენტები და ანალიზი არის სწორად დასმული ამ განცხადებაში. ეროვნული ბანკის როლი და მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი და ალბათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი სხვა ღონისძიებებთან ერთად. ის სხვა ღონისძიებები, რაც არის საჭირო, ეკონომიკური გუნდი ამაზე მუშაობს, მაგრამ პასუხისმგებლობის ეს ნაწილი, რომელიც ეროვნულ ბანკს აკისრია, მე მგონი, ეს ცალსახაა და ნათელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცადება შეაფასა. ყოფილმა პრემიერმა სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.

კომენტარები