ლარის კურსის ვარდნა

ჯაფარიძე: ივანიშვილმა ნიცშეს ნაცვლად, ეროვნული ბანკის შესახებ კანონი წაიკითხოს

როდესაც ასეთი ტიპის თემებზე აკეთებს განცხადებებს ივანიშვილი, ჯობია, რომ ნიცშეს კითხვას, წაიკითხოს საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ და ნახავს, რომ ეროვნული ბანკის ამოცანა საერთოდ არ არის ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. ეროვნული ბანკის ერთადერთი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. მეორე, ეროვნული ბანკი არცერთ ნაბიჯს არ დგამს მონეტარული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით ისე, რომ ეს არ იყოს მთავრობასთან შეთანხმებული. ჩვენ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდანაც არაერთხელ მოგვისმენია, რომ ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია ეროვნულ ბანკთან და ისინი ერთობლივად მუშაობენ. ახლა გადაბრალება ეროვნულ ბანკსა და ნაციონალურ მოძრაობაზე, არის უბრალოდ აბსურდი და მეტი არაფერი.

აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე. ცნობისთვის, ივანიშვილმა სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.

კომენტარები