აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ბერუჩაშვილი: რუსეთთან სიტუაცია იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრაღაში დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას ბრიუსელიდან ეხმაურება. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შეჩერების მთავარი მიზეზი იყო. მინისტრის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით ვითარება ძალიან მძიმეა, თუმცა მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას არ აჩერებს.

„პაუზა იყო სწორედ იმის გამო, რომ რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა და არც შეიცვლება. სიტუაცია იქნება რთული, შესაძლოა კიდევ უფრო რთული, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და მაქსიმალურად ვიმუშაოთ ჩვენი ინტერესების დასაცავად, თუნდაც ამ რთულ გარემოში”, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს დღეს პრაღაში შეხვდება.

კომენტარები