ლარის კურსის ვარდნა

ქადაგიძე ლარის კურსზე: უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები

ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და ეს ესეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. კურსი ამის შედეგად გაუფასურდა უკვე. 30%-იანი გაუფასურება არის სამწუხაროდ საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომელიც ახლა აისახება იმპორტზე. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება. იმისთვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმართულება, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს.

განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები