ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს აფორმებს

Reuters

რუსეთის მთავრობამ ვლადიმირ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების დოკუმენტი ხელმოსაწერად წარუდგინა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დმიტრი მედვედევმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, შეთანხმების გაფორმების წინადადებით ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვასთან დაკავშირებით.

შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ეტაპობრივ დამყარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში ზემოაღნიშნულ სფეროებში ცალკე თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდება და გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა.

შეთანხმება 25 წლის ვადით, მისი გაგრძელების პერსპექტივით იგეგმება.

დოკუმენტი ძალაში რატიფიკაციის შემდეგ შევა.

კომენტარები