ლარის კურსის ვარდნა

ტყემალაძე: ლარის კურსის გასწორებას მუხლმოდრეკით მუშაობა სჭირდება

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ლარის კურსის დასტაბილურებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი არა, "მუხლმოდრეკით მუშაობა" სჭირდება. მისივე თქმით, "ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი მონდომებულია იმისთვის და ზოგიერთი მაუწყებელიც უწყობს ხელს იმაში, რომ რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა ამასთან მიმართებაში და ხალხი ჩააგდოს პანიკაში".

"რიგგარეშე სხდომით არ გასწორდება ლარის კურსი. ლარის კურსის გასწორებას რიგგარეშე სხდომა კი არა, მუხლმოდრეკით მუშაობა სჭირდება", - განაცხადა დეპუტატმა, რომელიც ორი კვირის წინ ამბობდა, რომ "ლარი არაფერ ცუდ მდგომარეობაში არ არის".

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განაცხადი უკვე შევიდა. ისინი საგანგებო სესიაზე პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების დასწრებასა და მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვენ.

კომენტარები