საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის უცვლელი. ქვეყნის NATO-ში ინტეგრაცია პრიორიტეტად რჩება, რაც დღის წესრიგიდან არასდროს მოიხსნება. მეორეა, თუ რამდენად ადეკვატურად აფასებენ ჩვენი კოლეგები ჩვენს სწრაფვას NATO-ში – შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება რუსული პუბლიკისთვის იყო გათვალისწინებული და გამიზნული. ის შეეცადა, რაც შეიძლება დიპლომატიური ენით ესაუბრა იმის თაობაზე, რომ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა
კვაჭანტირაძე: ზურაბ აბაშიძის განცხადება რუსული პუბლიკისთვის იყო გამიზნული
tbl.ge/ii6
დაკოპირდა

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ინტერპრესნიუსთან ისაუბრა. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ "საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია." მისივე თქმით, "თუ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენს დიალოგს, მზად ვართ, მათი სტატუსის საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ."
ამავე თემაზე
- ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას – 3 პარტია აბაშიძე-კარასინის ჩანაწერზე
- საგარეო რუსეთის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, მედიას ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებს
- აბაშიძე: რუსეთთან ფრენის აღდგენას ხელს პანდემია უშლის, სხვა ფაქტორს ვერ ვხედავთ
- რატომ უნდა გვახსოვდეს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება - საქართველოს აღიარების 100 წლისთავი
- გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს




