რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: აბაშიძის ნათქვამი რუსული ნარატივია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას "რუსულ ნარატივს" უწოდებს.

"ამ კაცმა თქვა, რომ თურმე არ გვაქვს ინტერესი, NATO-ს ინფრასტრუქტურა განლაგდეს ჩვენს ქვეყანაში და არც ამბიცია გვაქვს ამისი. ახლა იძახის, რომ რუსეთი უნდა დაგვეხმაროს მოლაპარაკებებში მარიონეტულ რეჟიმებთან. ეს არის პირდაპირ რუსული ნარატივი, რაც რუსეთის ინტერესი იყო. მოკლედ, ეს კაცი ყოველდღე გვაყენებს ზიანს და თუ ამის გაგრძელებას აპირებს, ბარემ რუსეთის ხარჯზე გააკეთოს ეს და არა ჩვენი გადასახადების გადამხდელების", - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ "საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას" და, ასევე, "თუ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენს დიალოგს, მზად ვართ, მათი სტატუსის საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ".

კომენტარები