საქართველოს ეკონომიკა

ლექვინაძე: დღეს ამ მდგომარეობაში ვართ დიდწილად საგარეო შოკის გამო

ტაბულა

ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, "საჭიროა უფრო მეტი კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდს შორის". ამის შესახებ ლექვინაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა და აღნიშნა, რომ არაკოორდინირებულ გადაწყვეტილებებად მიიჩნევს სავიზო რეგულაციებს, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს, შრომის ინსპექციას და ა.შ.

ამასთან, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, "ის, რომ დღეს ამ მდგომარეობაში ვართ, ეს დიდწილად არის საგარეო შოკის პრობლემა. იმ ბაზრებზე გვაქვს პრობლემა, რომელზეც ფულად გზავნილებსა და ექსპორტზე ვართ". გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს რატომ არ იქონია საგარეო შოკმა გავლენა, ლექვინაძე პასუხობს, რომ "2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული ტრანში". მისივე თქმით, "თუ მსხვილი დონორი შემოიტანს ტრანშს, ეს დღევანდელ პრობლემას დააბალანსებს და შეარბილებს შოკის ზემოქმედებას".

ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ეკონომიკური ზრდაც შეიძლება გავხადოთ 5%, თუ დაზღვევის პროგრამას ჩავშლით და გადავერთვებით ინფრასტრუქტურაზე".

კომენტარები