საქართველოს ეკონომიკა

ევგენიძე: მთავრობის საქმიანობაში ადეკვატურობის დანახვა ცოტა ძნელი იყო

ტაბულა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის განცხადებით, "ბოლო ორი წლის მანძილზე, მთავრობის საქმიანობაში ადეკვატურობის დანახვა ცოტა ძნელი იყო". ამის შესახებ ევგენიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა ისეთ ღონისძიებებს ატარებდა, რომელიც ეკონომიკური ზრდის კონცეფციას თავშივე ეწინააღმდეგებოდა. 

"მიიღეს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, როცა ამის ფინანსური რესურსი არ ჰქონდა ქვეყანას. ასევე, ამ ორ წელში ხდებოდა პრობლემების არშემჩნევა თუ ვერშემჩნევა. რუსეთის კრიზისი და საგარეო ფაქტორები ერთი და ორი თვის წინ არ დაწყებულა. ჩვენ ვაქვეყნებდით კვლევებს და სხვა ორგანიზაციებიც, რომ ყოველი დაგეგმილი პროგნოზი ვერშესრულებადი იქნებოდა. ამაზე ჰქონდა ალბათ მთავრობასაც ინფორმაცია, რომ საგარეო შოკები ახლოვდებოდა. საგარეო შოკები მეტწილად ნამდვილად მოქმედებს, ჩვენს ქვეყანაშიც და რეგიონშიც მძიმე ვითარებაა, მაგრამ ამის განეიტრალება რომ მომხდარიყო, არაფერი გააკეთა მთავრობამ ბოლო ორწელიწადნახევარში, პირიქითი. ხდებოდა... ის, რომ ფულადი გზავნილები შემცირდა, ეს მთავრობის ბრალი არ იყო, გასაგებია, მაგრამ ის რომ ტურიზმი და ინვესტიციები შემცირდა, ნამდვილად იმ პოლიტიკის გამოძახილია, რასაც ხელისუფლება ახორციელდებდა სხვადასხვა რეგულაციებით. საერთოდ არ იყო აუცილებლობა ამ კანონების არსებობის, და თან, ეს ხდებოდა თითქოს ევროკავშირის დროშის ქვეშ, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა საერთო ევროკავშირის მოთხოვნებათან" - განაცხადა ევგენიძემ და აღნიშნა, რომ "ეკონომიკური გუნდი ერთიანი გეგმით არ იდგა და ახლაც ვერ ვხედავთ ამ სამოქემედო გეგმის არსებობას".

კომენტარები