კრიმინალი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომელს ნიღბიანები პირები თავს დაესხნენ

რუსთავი 2

გუშინ საღამოს ტელეკომპანია რუსთავი2-ის თანამშრომელს ნიღბიანები პირები რუსთაველზე თავს დაესხნენ.

ჟურნალისტ ნატა იონათამიშვილს ოპერასთან, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, სახლის სადარბაზოსთან, დაესხნენ თავს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩანთა და ოქროს საყურე წაართვეს.

მოკვლევა პოლიციის მთაწმინდის განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს და დაზარალებულს განყოფილებაში გვიან ღამემდე კითხავდნენ.

ნატა იონათამიშვილი იქს ფაქტორისა და ნიჭიერის შემოქმედებითი ჯგუფის წევრია.

კომენტარები