საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: უკრაინის მხარდაჭერის გულისთვის უხერხულობა უნდა გადავლახოთ

არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ და დაანგრიონ ერთა შორის მეგობრობა. ჩემს, სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს ზემოთ არის ჩვენი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები შეიქმნება, თუმცა ამ უხერხულობებს, როდესაც განსაკუთრებით უკრაინა არის დაძაბულ ვითარებაში, უნდა მოვემსახუროთ ისე, რომ არ იყოს მძაფრი. უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა, ვინც ასე ვთქვათ, თვითმფრინავში ჩავეტევით, რათა უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდში ვდგავართ. დღეს უკრაინას უჭირს და ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით და მხარს უჭერს თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფალი არჩევანის დაცვაში... ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი იქ ვიზიტით ვაჩვენოთ, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა არ არის არცერთი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის ლიდერის, არამედ ქართველი ხალხის ნათელი გზავნილი უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მომავალი ვიზიტისა და კიევში დანიშნულ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დამოკიდებულების შესახებ, პირველი არხის ეთერში.

კომენტარები