აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ეშტონ კარტერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

Scott J. Ferrell/Congressional Quarterly

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ახალმა მდივანმა ეშტონ კარტერმა ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 60 წლის კარტერი მანამდე თავდაცვის მდივნის მოადგილე იყო. გასულ წლებში იგი პენტაგონის სტრუქტურებში მუშაობდა.

კარტერი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას და შეიარაღებული ძალების ახალი ტექნოლოგიებით გადაიარაღებას ემხრობა. სენატში მოსმენის დროს მან უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ღიად დაუჭირა მხარი.

კარტერი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უკვე მეოთხე თავდაცვის მდივანია.

კომენტარები