აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ხვალ საქართველოს ვიქტორია ნულანდი ეწვევა

topnews.in

ხვალ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ჩამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ნულანდი თბილისს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. უწყების ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

"ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ქვეყანაში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ასევე საქართველოს ძალისხმევას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. აგრეთვე იგეგმება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის მთავარი მიმართულებებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების განხილვა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

კომენტარები