საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ციბენკო: სააკაშვილი თანამდებობაზე უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნეს

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში, ვასილ ციბენკომ განაცხადა.

ვასილ ციბენკოს განცხადებით, რუსეთს სურს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ, როგორც ელჩი აღნიშნავს - ისინი ამას ვერ ეღირსებიან.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც ის საჭიროდ ჩათვლის. ბოლოს და ბოლოს, ეს უკრაინის შიდა საქმეა. მეორე მხრივ, პეტრე პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უშტატო მრჩევლად უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა. პოროშენკომ სააკაშვილი უდიდესი გამოცდილების გამო დანიშნა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული“,- განაცხადა ციბენკომ.

განცხადება უკრაინის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ციბენკომ თამარ ბერუჩაშვილის უწყებას მიხეილ სააკშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ სამინისტროში ციბენკო განმარტებებისთვის გუშინ დაიბარეს.

კომენტარები