სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

ბოკერია: სააკაშვილს რეფორმების უზარმაზარი გამოცდილება აქვს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ კარგ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„უკრაინაში მიმდინარეობს ბრძოლა, რომლის ნაწილია ქვეყნის ტრანსფორმაცია, რეფორმები და ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ინტერესებისთვის, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელება უკრაინელი ხალხის და უკრაინის მთავრობის საქმეა, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კი მხოლოდ ამ საქმეში კიევისთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ.

„პრეზიდეტ სააკაშვილს აქვს მტკივნეული რეფორმების ჩატარების საქმეში და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობის უზარმაზარი გამოცდილება, ამიტომ ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები