კრიზისი უკრაინაში

აბაშიძე: უკრაინაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ყველაზე ახდენს გავლენას

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მინსკის მიმდინარე „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის.

„ყველასათვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, რა თქმა უნდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ბოლო შანსია იმისათვის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ეს უმძიმესი ვითარება, რაც ყველაზე ახდენს გავლენას, მთელ ევროპაზე ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე. მე ვფიქრობ, რომ გლობალურ პრობლემად იქცა. იმიტომაა ასეთი დიდი ყურადღება. ჯერ ახალი არაფერი არ არის, მაგრამ, ალბათ, დღის ბოლოს გვეცოდინება შედეგები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

12 საათზე მეტია, მინსკში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი უკრაინის კრიზისის გადაწყვეტას ცდილობენ.  

კომენტარები