კრიზისი უკრაინაში

მაკკეინი: აშშ დაუყოვნებლივ უნდა დაეხმაროს უკრაინას ლეტალური შეიარაღებით

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა უკრაინისათვის შეიარაღების დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სანქციებმა კრემლზე საკმარისი ზეგავლენა ვერ მოახდინა და უფრო მკაცრი ზომები აუცილებელია. 

"შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა უკრაინას ლეტალური შეიარაღებით დაეხმაროს. რუსეთის ინტერვენცია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების შედეგადაც არ წყდება, ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ გერმანია და სხვა ევროპელები უკრაინას ბევრად უფრო დიდ მხარდაჭერას გაუწევენ. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ისინი რუსულ ენერგიაზე არიან დამოკიდებული და ჩემთვის მათი ქცევა უდიდესი იმედგაცრუებაა, ის 30-იან წლებს მაგონებს. თუმცა, იმედს მაინც არ დავკარგავთ", - აცხადებს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი.

როგორც სენატორი დემოკრატიული პარტიიდან რიჩარდ ბლუმენტალი აღნიშნავს, "უნდა დავინახოთ, რომ პუტინს ძალის გარდა არაფერი ესმის. იგი ბანდიტია. სანქციები არ მუშაობს და უფრო ძლიერი მიდგომაა აუცილებელი, რისკენაც მოვუწოდეთ კონგრესის ბოლო სესიაზე".

კომენტარები