კრიმინალი

მუხიანში საქართველოს ბანკის სერვისცენტრი დააყაჩაღეს

მუხიანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესცენტრი დააყაჩაღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბანკის სერვისცენტრში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები