ISIS

ISIS-ის ახალ ვიდეოში ტერორისტები იორდანიელ მძევალს ცოცხლად წვავენ

newsfeed.gawker.com

ტერორისტული დაჯგუფება ISIS კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს. ჩანაწერში ტერორისტები ცოცხლად წვავენ მძევალს, რომელიც, მათი მტკიცებით, იორდანიელი მფრინავი მოაზ ალ კასასბეჰია.

ვიდეოში ჩანს გალია, რომელშიც ალმოდებული ადამიანია. მსხვერპლის ვინაობა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ვიდეო Twitter-ის ანგარიშზე, რომელსაც ტერორისტები ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისთვის იყენებენ ხოლმე.

მოაზ ალ კასასბეჰი ტერორისტებს ხელში მას შემდეგ ჩაუვარდა, რაც დეკემბერში მისი თვითმფრინავი სირიაში რაქას მახლობლად ჩამოვარდა. ის მონაწილეობას იღებდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციაში, რომელსაც საერთაშორისო სამხედრო კოალიცია, აშშ-ის ხელმძღვანელობით ატარებს.

იორდანიელი პილოტის მოკვლის მუქარა ISIS-მა 25 იანვარს გაავრცელა. მაშინ გავრცელებულ ვიდეოში, იაპონელ მძევალს, ჟურნალისტ კენჯი გოტოს, მოაზ ალ კასასბეჰის ფოტო ეჭირა და ამბობდა, რომ თუ იორდანია ისლამური სახელმწიფოს სიკვდილმისჯილ ტერორისტს არ გაათავისუფლებდა, მას და ალ კასასბეჰს ტერორისტები სიკვდილით დასჯიდნენ.

იაპონელ კენჯი გოტოს ისლამისტმა ტერორისტებმა თავი 2 დღის წინ, 1-ლ თებერვალს მოჰკვეთეს.

კომენტარები