თეორემა

"კორტების სპეცოპერაცია" და 11 დაკავებული პოლიციელი

ბიძინა ივანიშვილის პირობის კვალდაკვალ, პროკურატურამ "კორტების სპეცოპერაციის" საქმე გახსნილად გამოაცხადა და პოლიციის 11 ყოფილი თანამშრომელი დააკავა. მათ შორისაა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი, კახაბერ ნაკანი.

პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას დამამძიმებელ გარმოებებში განზრახ მკვლელობას აბრალებს და ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ხუბულოვთან პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოაწყო სასაკლაო შინაგან საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომლის მონაწილეობით.

როგორც პროკურატურა გვარწმუნებს, ხუბულოვს ფირცხალავას ძმა დაუბეზღებია - ნარკომანიაო.

პროკურატურის მტკიცებით, ფირცხალავას წინასწარ ჰქონდა შემოშავებული გეგმა, გაენადგურებინა თვითმხილველი მოწმეები. ეს გეგმა სისრულეში ცააძემ მოიყვანა და მან საკონტროლო გასროლით მოკლა ხუბულოვი და ვაზაგაშვილი. პროკურატურას პასუხი არ გაუცია კითხვაზე, თუ რატომ არ მოკლეს ამავე მანქანაში მყოფი ფუთურიძე, თუკი ფირცხალავას გეგმა თვითმხილველი მოწმეების განადგურება იყო.

ამ საქმეზე ვმსჯელობთ თეორემას პირველ ნაწილში.

ირმა ჭკადუა, დავით ხაჟალია, შოთა უტიაშვილი.

კომენტარები