პოლიცია

გურჯაანში, პოლიციას სასამართლო დარბაზიდან პატიმარი გაეპარა

მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარა. შემთხვევა გუშინ, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეული პატიმრის დასაკავებლად. ამასთან, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ბრალეულობის დადგენის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პატიმარი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

21 წლის დიმა ხაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები