საბერძნეთი

საბერძნეთი ვალის გადახდის ახალ პირობებზე მოლაპარაკებას გეგმავს

www.theguardian.com

საბერძნეთის ახალი მთავრობის ფინანსთა მინისტრი ქვეყნის ვალების გადახდის ახალ პირობებზე მოლაპარაკებებს გეგმავს. ამის შეახებ იანის ვარუფაკისმა თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ამ საქმეში დახმარება სთხოვა. ვარუფაკისის თქმით, ახალი მთავრობის მთავარი ამოცანა საბერძნეთის ვალებზე დამოკიდებულების დაძლევაა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სათავეში მემარცხენე რადიკალური პარტია სირიზა მოვიდა, რომელმაც მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაზე უარი თქვა და ამომრჩევლებს საგარეო ვალების ნახევრის ჩამოწერას დაჰპირდა. სულ ქვეყნის საგარეო ვალი 315 მილიარდ ევროს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 175%-ს აღწევს. გერმანის კანცლერმა ანგელა მერკელმა საბერძნეთისთვის ვალების ჩამოწერის შესაძლებლობა უარყო, რადგან კრედიტორები დათმობებზე ისედაც წავიდნენ და 2012 წელს ვალების ნაწილი უკვე ჩამოწერეს.  

კომენტარები