ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

რატიანი: დისკრედიტაცია ის არის, როცა კრიმინალი პოლიციელს თავში ურტყამს

Sergo Ratiani
Tabula

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებაზე, რომ ენმ პოლიციის დისკრედიტაციას ეწევა, რატიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველთა დისკრედიტაციას არა მთავარი ოპოზიციური პარტია, არამედ დღევანდელი ხელისუფლება ახდენს.

"პოლიციის დისკრედიტაციას წარმოადგენს ოლიგარქის მიერ დანიშნული ღარიბაშვილი. ასევე მის მიერ დანიშნული ჭიკაიძე და ახლა კიდევ ივანიშვილის მიერ დანიშნული პირადი მცველი. პოლიციის დისკრედიტაციაა, როდესაც პოლიცია შეიძლება აცილებდეს ქურდებს, როდესაც კრიმინალი თავში წამოარტყავს პოლიციელს.

ნაციონალური მოძრაობის პოლიცია იყო ქვეყნის წარმატების სიმბოლო და ასეთი პოლიცია შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ. დღეს ხდება ამ პოლიციის დემორალიზაცია და დისკრედიტაცია", - განაცხადა რატიანმა.

კომენტარები