აუდიტის სამსახური

შესაძლოა, აუდიტის სამსახურის შესამოწმებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობის შესამოწმებლად შესაძლოა პარლამენტის სპეციალური კომისია შეიქმნას. აღნიშნულ კომისიაზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემსწავლელი კომისია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებით დაკომპლექტდება. კომისიის წევრებს მომდევნო სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობის შემოწმებას დაიწყებს.

"ჩვენი რეგლამენტით წელიწადში ერთხელ ხდება პარლამენტის მიერ აუდიტის საქმიანობის შემოწმება. ახლა ვსვამთ მიზანშეწონილობის საკითხს, რომელსაც უნდა ვუყაროთ კენჭი პარლამენტმა და შემდგომ უკვე კომისიის შექმნა და დამტკიცება ცალკე იქნება", - განმარტავს, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე.

კომენტარები