ემზარ კვიციანის საქმე

საგანელიძე: კვიციანს რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მგონი

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ემზარ კვიციანთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებას მიესალმება. მისი თქმით, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის მიმართ სასამართლოს განაჩენი არაადეკვატურია.

"კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილებაა გამოტანილი. გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადაცდომები ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ კაცს რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მე მგონი. პირადად მე ნამდვილად არ მეპარება. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენი მის მიმართ და არაადეკვატურ სიტუაციაშია ეს ადამიანი. თავის ფეხით ჩამოვიდა, თავის ფეხით მოვიდა და სიმართლის საუბარი დაიწყო. ასე რომ, მე მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმება განხორციელდება”, - განაცხადა საგანელიძემ.

ემზარ კვიციანი შესაძლოა ხვალ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. მისი ადვოკატის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს. 2014 წლის 17 ნოემბერს კი, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები