იური ვაზაგაშვილის საქმე

ზაქარეიშვილი ვაზაგაშვილის საქმეზე: ორი წლის მანძილზე ასეთი გამოწვევა არ გვქონია

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა და იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

"ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისა დღემდე. ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქმე დროულად იქნას გამოძიებული და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ის სრულად ენდობა გამოძიებას.

იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალეს.

კომენტარები