მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში კონგრესმენ პიტერ როსკამს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს პიტერ როსკამს შეხვდა. შეხვედრა დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პიტერ როსკამს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კონგრესმენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც.

კომენტარები