მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

გიორგი მარგველაშვილი სტამბულში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბულში 2 დღის განმავლობში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ფორუმის მთავარი თემა რეგიონული თანამშრომლობისთვის ახალი რესურსების მოძიების საკითხებია. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ როგორც ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ასევე სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტების შესაძლებლობაზე.  

ფორუმზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვა და თურქეთისა და ყირგიზეთის პირველ პირებთან, ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან შეხვედრებს გამართავს.

გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ფორუმზე განსახილველი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოებაც იქნება.

კომენტარები