მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში პანამის პრეზიდენტს ხუან კარლოს ვალერას შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანამის პრეზიდენტ ხუან კარლოს ვარელას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პანამის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრნენ , პანამის მხრიდან კი ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები