იური ვაზაგაშვილის საქმე

პრეზიდენტი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დანაშაულია მთელი სახელმწიფოს მიმართ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დანაშაულია არა მხოლოდ მისი ოჯახის წინაშე, არამედ მთელი სახელმწიფოს მიმართ". ამის შესახებ პრეზიდენტმა იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე თქვა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

"ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის. ყველას ვუსამძიმრებ ამ დღეს - მათ, ვინც ბატონი იურის თანამბრძოლი იყო და მათაც, ვინც პირადად არ იცნობდა მას. ეს არის მძიმე დღე მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ის ხალხი, ვინც ეს გაუბედა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს, დაჭედებული იქნება საბრალდებო სკამზე და პასუხს აგებს როგორც ამ ოჯახის წინაშე, ისე იმისთვის, რაც გაუბედა საქართველოს, გაუბედა ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები