იური ვაზაგაშვილის საქმე

სესიაშვილი: მკვლელი შესაძლოა, საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელი შესაძლოა, საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა. 

"სადაც მოხდა აღნიშნული აქტი, ის ადგილი გეოგრაფიულად ახლოს არის საოკუპაციო ზოლთან, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ვერსია შესაძლებელია, იყოს, რომ მკვლელი მოქმედებდა საოკუპაციო ზოლიდან. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ართულებს ვითარებას", - თქვა სესიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე 20 იანვარს დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები