დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს და თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრასაც დაესწრება და სიტყვით გამოვა.

გუშინ კი, პრემიერმინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

კომენტარები