დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

"ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და დადებითად შეაფასა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე.
 პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის",- იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები