კრიმინალი

ქვემო ფონიჭალაში ოჯახი გაძარცვეს - ბინიდან ფული და ოქროული წაიღეს

ქვემო ფონიჭალაში ძარცვა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთხმა ნიღბიანმა ახმედოვების ოჯახის სამი წევრი დააბა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უწყებაში არ დაადასტურეს. შს სამინისტროში ამბობენ, რომ თავდამსხმელები შეიარაღებულები არ ყოფილან და სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. უწყების ცნობით, მძარცველებმა სახლიდან ფული და ოქროულობა წაიღეს. 

კომენტარები