იური ვაზაგაშვილის საქმე

ომბუდსმენი: ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს

იქ, სადაც ათასობით ადამიანი თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს; იქ, სადაც ეფექტური გამოძიება არაერთ საქმეზე კვლავ სერიოზული პრობლემაა;
იქ, სადაც დაუსჯელობის სინდრომი კვლავ გამჯდარია; იქ, სადაც არ იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმი; სადაც წამების მსხვერპლნი კვლავ რეაბილიტაციას მოითხოვენ და ათასობით ადამიანი კვლავ საქმის გადასინჯვას, იმ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს Facebook-ზე გამოეხმაურა. ვაზაგაშვილი გუშინ მისი შვილის საფლავზე სავარაუდოდ ნაღმზე აფეთქდა. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ მდგომარეობაში.

კომენტარები