იური ვაზაგაშვილის საქმე

რატიანი ვაზაგაშვილის საქმეზე: დროული გამოძიება ხელისუფლების ინტერესებშია

მოხდა მართლაც შემზარავი მკვლელობა. როგორც ჩანს, არის დაკვეთილი მკვლელობა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, უნდა მოხდეს უმოკლეს დროში გამოძიება. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობას განვახორციელებთ. ამ ფონზე, ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავოთ ზედმეტი კომენტარისგან და საშუალება მივცეთ სამართალდამცავებს, რომ გაერკვნენ სიტუაციაში. ესეთი სახის ინციდენტები ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადექვატური ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ მოხდეს გამოძიება. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულ სხვადასხვა მოვლენებთან და მკვლელობებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით წინსვლა არ შეიმჩნევა.

 

აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა, გადაცემა არჩევანში, იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

კომენტარები