რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

გაბაშვილი: მარკინის განცხადებებს მსოფლიო ყურადღებას არ მიაქცევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები მოქმედებენ. გაბაშვილი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის ომის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი. 

"ჩვენ ვიცით, რომ სულ ორი ხელისუფლებაა მსოფლიოში, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ ასეთ ნაბიჯებს დგამს. ესაა პუტინის ხელისუფლება და კოლაბორაციონისტი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პუტინთან ერთად, სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. სამართლებრივ ნაბიჯებს დგამს მსოფლიო ასპარეზზე. შესაბამისად, არცერთი ცივილზებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველამ იცის, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რუსეთი თავისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ებრძვის. შესაბამისად, არც მარკინის, არც პუტინის რეჟიმის სხვა რომელიმე ჩინოვნიკის განცხადებებს ყურადღებას მსოფლიო არ მიაქცევს", - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები