განათლების სამინისტრო

სანიკიძე: პედაგოგთა გადაცდომების შესახებ ბრძანებაზე კითხვები აღარ დარჩა

თამარ სანიკიძე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ტაბულა

განათლების მინისტრმა დღეს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა მის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც მასწავლებლებისთვის დისციპლინურ გადაცდომებს ეხებოდა. თამარ სანიკიძის თქმით, ცვლილების მიზეზი გახდა ის, რომ არ ყოფილიყო განსხვავებული მიდგომები მასწავლებლებთან დაკავშირებით.

"მიდგომა იყო სწორედ ის, რომ ყველას ჰქონოდა გარკვეული პროცედურების გავლის უფლება და რომ არ მიეღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება ან განსხვავებული მიდგომები რომ არ შეეთავაზებინათ ან გამოეყენებინათ ამა თუ იმ პედაგოგის მიმართ. მე ეს ძალიან კარგად განვმარტე. იყო შეკითხვები რამდენიმე იურიდიულ ტერმინთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა პედაგოგმა და დირექტორმა მოგვმართა, ჩვენ ეს განვუმარტეთ და კითხვები აღარ დარჩა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

განათლების მინისტრის 30 დეკემბრის ბრძანებით, მასწავლებლები სკოლის გარეთ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომებისთვისაც დაისჯებიან. ამისთვის საჭირო, სკოლის დასაბუთებული ინტერესია. თუ რა იგულისხმება ამაში, მასწავლებლებისთვის და განათლების სპეციალისტებისთვის ბუნდოვანი რჩება. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შესაძლოა გახდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაც.  

კომენტარები