დავოსის ეკონომიკური ფორუმი

პრემიერი: ვფიქრობ, დავოსში ნაყოფიერ შეხვედრებს გავმართავ

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მიემგზავრება.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაცია დავოსში საინტერესო და ნაყოფიერ შეხვედრებს გამართავს.

"დღეს მივემგზავრები დავოსში. ძალიან საინტერესო შეხვედრები მექნება ევროპელ ლიდერებთან, ამერიკელ სენატორებთან, ასევე, ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ნაყოფიერ შეხვედრებს გავმართავთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან: ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

 

კომენტარები