დაღუპული ქართველი უკრაინაში

უკრაინაში მებრძოლი ქართველი თანამებრძოლის დაღუპვას ადასტურებს

reuters

უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით მაყიშვილი ბრძოლაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი მებრძოლი დონეცკის აეროპორტის მახლობლად 17 იანვარს, 93-ე უკრაინულ ბრიგადის ნაწილებისა და რუს სამხედროებს შორის შეტაკებაში დაიღუპა. კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქართველი მებრძოლები, უკრაინელ სამხედროებთან ერთად, აეროპორტის დებლოკირების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2 დაღუპული მებრძოლის ვინაობას ასახელებს - ეს თამაზ სუხიაშვილია.

ის უკრაინაში სამთავრობო ძალების მხარეს მებრძოლი უკმე მეორე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა. 19 დეკემბერს ლუგანსკის ოლქში მოხალისეთა ბატალიონ აიდარის მებრძოლი ალეკო გრიგოლაშვილი დაიღუპა.

კომენტარები