სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადის გაგრძელებას ემხრობა

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, სანამ მოსკოვი ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა Frankfurter Allgemeine-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ანგელა მერკელის თქმით, ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, შესაბამისად, სანქციები, რომელიც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაუწესდა და მარტში ვადა ეწურება, უნდა გაგრძელდეს.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც ივნისში ბავარიაში გაიმართება, ვლადიმირ პუტინის მიწვევას არ აპირებს. 

კომენტარები