GWP

GWP ტემპერატურის ცვლილების გამო წყლის კიდევ შეწყვეტას ვერ გამორიცხავს

თბილისის სხადასხვა უბანს რამდენიმე კვირაა, წყლის მიწოდება პერიოდულად უწყდება. წყლის შეწყვეტა მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ახალი წლის პერიოდში აღმოჩნდა. წყლის მიწოდების გახშირებულ წყვეტაზე საუბრობენ თბილისის ჩვენ მიერ გამოკითხული მაცხოვრებლები.

წყლის კომპანია - Georiagn Water And Power-ი წყლის მიწოდების ბოლო დროს დამძიმებულ პრობლემას უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დედაქალაქში წყლის მილების რამდენიმე სერიოზული დაზიანებით ხსნის. დაზიანება მოხდა მათ შორის ვაკესა და ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, რამაც თბილისის უბნებში წყლის მიწოდების პრობლემა შექმნა. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე მილების დაზიანებას ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას უკავშირებს. გოცირიძე ამავე მიზეზით წყლის შეწყვეტას ვერც მომავალში გამორიცხავს. არსებული პრობლემის მოგავრების გზად კი, იგი მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას მიიჩნევს.

წყლის კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თბილისის მასშტაბით წლის მიწოდება ამ ეტაპისთვის აღდგენილია.

კომენტარები