კრიზისი უკრაინაში

15 იანვრისთვის დაგეგმილი ასტანის სამიტი ჩაიშალა

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

ყაზახეთის დედაქალაქში 15 იანვრისთვის დაგეგმილი სამიტი ე. წ. ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც უკრაინის, რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ასევე გერმანიის კანცლერს უნდა მიეღო მონაწილეობა, აღარ შედგება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, შეხვედრაზე პროგრესის მიღწევისთვის აუცილებელი წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მხარეები შეხვედრის მომზადებაზე ინტენსიურად იმუშავებენ.

პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კონფლიქტის ზონაში ჩაშლის პირასაა. დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიდან ცალმხრივად გამოვიდა და უკვე სამი დღეა, დონეცკს და სხვა დასახლებულ პუნქტებს ბომბავს, რის გამოც მოლაპარაკებებში აზრს ვეღარ ხედავს. კიევი სეპარატისტთა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან.

კომენტარები