ჰაკერები

ფრანგული ჰიპერმარკეტის Carrefour-ის ოფიციალური გვერდი საქართველოში დაჰაკეს

ფრანგული ჰიპერმარკეტის Carrefour-ის ოფიციალური გვერდი საქართველოში (http://carrefour.com.ge/) ჰაკერებმა გატეხეს. ვებგვერდზე დატოვებულია შეტყობინება, რომ საიტი MECA-მ (ახლო აღმოსავლეთის კიბერ არმია) დაჰაკა.  

 "ჩვენ ვართ მუსლიმები, ყურანი არის ჩვენი წიგნი. ღმერთს ვენდობით და ღმერთისთვის ვმუშაობთ. გვძულხარ, შარლი ებდო. ისლამი არის და ყოველთვის იქნება მთავარი. ისლამი არის სიმართლე. ამიტომაც, ისლამი არის ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია" - წერია საიტზე დატოვებულ ტექსტში.

ვებგვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

ტაბულა Carrefour-ს უკავშირდება კითხვით - ჰაკერებმა მხოლოდ წარწერები დატოვეს თუ მონაცემებიც წაშალეს. ასევე, ატარებენ თუ არა შიდამოკვლევას, საიდან მოხდა საიტზე შეღწევა. მათ კომენტარს მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, MECA-ს სახელით, ფრანგული ქსელის ქართული ჰიპერმარკერტის ოფიციალური გვერდის გარდა, რამდენიმე სხვა, საფრანგეთთან დაკავშირებული უცხოური საიტიც დაიჰაკა. 

კომენტარები