ჰაკერები

Capital One-დან 106 მილიონი ადამიანის პირადი ინფორმაცია მოიპარეს

Getty Images

ფინანსური სერვისების ფირმა Capital One-დან 106 მილიონი ადამიანის, ამერიკელი და კანადელი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფირმამ გაავრცელა.

სავარაუდო დამნაშავე, ჰაკერი 33 წლის ქალი, პეიჯ ტომპსონი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ინფორმაციის მოპარვის შესახებ ონლაინ დაწერა. მას 250,000 აშშ დოლარამდე ჯარიმა და 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მოპარული ინფორმაცია შეიცავს ფირმის კლიენტების სახელებს, მისამართებს და ტელეფონის ნომრებს. ჰაკერმა ყველა მათგანის საბანკო მონაცემების მოპარვა ვერ შეძლო, თუმცა 140,000-მდე ამერიკელის და მილიონმდე კანადელის სოციალური დაზღვევის ნომრები და მათთან დაკავშირებული ანგარიშის ნომრებიც მოიპოვა.

ეს საბანკო სექტორის ისტორიაში ინფორმაციის მოპარვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

კომენტარები