საქართველოს პარლამენტი

გადაუდებელი ჩხრეკისას, გამომძიებლის დადგენილება საჭირო აღარ იქნება

metro.us

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისი იქნება, გამომძიებელმა პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი განუმარტოს.

შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იგეგმება, რომელიც პარლამენტს განსახილველად დეპუტატებმა მანანა კობახიძემ, დავით საგანელიძემ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და პაატა კიკნაველიძემ წარუდგინეს.

პროექტის ავტორების განმარტებით, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ზღუდავს, გადაუდებელი აუცილებლობისას შეიძლება მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდეს და ასეთ შემთხვევაში, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ არის. 

კომენტარები